logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ხდება იმდენი ადამიანის ჩამოყვანა, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას ისე, რომ დაცული იყოს თითოეულის უსაფრთხოება
არჩილ თალაკვაძე: ხდება იმდენი ადამიანის ჩამოყვანა, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას ისე, რომ დაცული იყოს თითოეულის უსაფრთხოება
10:19 09.04.2020
„რეისების ორგანიზება ხდება ყოველ კვირეულად და ხდება იმდენი ადამიანის ჩამოყვანა, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას ისე, რომ დაცული იყოს თითოეულის უსაფრთხოება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ თვითმფრინავების რაოდენობაზე და რეისების დაფინანსებაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კოვიდ 19-თან და ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ცუდია, რომ ყოფილი პრეზიდენტი აქამდე ვერ გაერკვა, თუ არ გაერკვა ვითარებაში, რომ პანდემიიდან გამომდინარე, საკითხი აქ უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხოების პრინციპებს და არამხოლოდ თვითმფრინავების რაოდენობას და რეისების დაფინანსებას. ყველა ქვეყანა აბრუნებს თავის მოქალაქეებს ისე, რამდენადაც აქვს ამის მზადყოფნა და ამას აკეთებს ისე, რომ სხვა მოქალაქეებს არ შეუქმნას საფრთხე. საქართველოს ამ მომენტში 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჰყავს დაბრუნებული საზღვარგარეთიდან და თუ შეადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემებს, მოსახლეობაზე გადათვლით, ნახავთ, რომ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელმაც ყველაზე მეტი თავისი მოქალაქე დააბრუნა ამ რთულ პერიოდში სამშობლოში. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს, ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით - ქველმოქმედებისთვის არსებობს სოლიდარობის ფონდი კორონავირუსის წინააღმდეგ და თუ დახმარება უნდათ, შეუძლიათ თანხა იქ ჩარიცხონ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა სამშობლოში ჩამოყვანა მთელი რიგი ეპიდემიოლოგიური და საორგანიზაციო ღონისძიებების გატარებას უკავშირდება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა