logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია
10:16 09.04.2020
„დღეს გვაქვს ორი ძირითადი გამოწვევა - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მთავარ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

მისივე თქმით, დასახელებულ ორ გამოწვევასთან ეფექტურად გასამკლავებლად, ხელისუფლება 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება პროგნოზს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვითარების პროგნოზირება რთულია, თუმცა მსოფლიო მონაცემების ანალიზით პანდემიის რამდენიმე სცენარი - შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები განიხილება. „ყველას აინტერესებს, თუ როგორია პროგნოზი - მსოფლიო მონაცემების გათვალისწინებით სხვადასხვა სცენარები განიხილება. ძირითადად, ეს არის შედარებით მოკლევადიანი, სეზონური და გრძელვადიანი სცენარები. ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოში მაისის ბოლოს - ივნისისთვის შესაძლებელია მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია, და შემდეგ უკვე კლებადი ტენდენციის ჩამოყალიბება. მეორე ვერსიაა, რომ ამან შეიძლება უფრო ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს და თვეები დასჭირდეს, სანამ შემთხვევების რაოდენობა წავა მილევად რეჟიმში. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ, რომ ყველა სცენარისთვის ვიყოთ მზად. ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყველაზე რთული სცენარებისთვისაც კი მოვამზადოთ ქვეყანა და ჩვენი სამსახურები; დაბეჯითებით წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური სურათი - რთულია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მისივე თქმით, აშკარად ჩანს, რომ საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლო.



„თუ მიღწეული დაბალი გავრცელების შენარჩუნება შევძელით, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ოპტიმისტური სცენარი განვიხილოთ. მომდევნო ორ კვირაში გამოჩნდება ახალ შემთხვევებსა და განკურნებულებს, კარანტინიდან გასულებს შორის ბალანსი როგორია - ამაზე ბევრია დამოკიდებული” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა