logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დონეზე
ირაკლი სესიაშვილი: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დონეზე
11:34 08.04.2020
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დონეზე.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი არავისთვის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგნელებისთვისაც, ვინც ეს მძიმე დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა.

მისივე თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ბუნტის ჩახშობა ან რაიმე სპეცოპერაცია, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება.

„ყველასთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ცნობილი ფრაზა პარლამენტში გამოსვლის დროს - ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არამც და არამც არ იყო მიმართული კრიმინალის წინააღმდეგ. ეს იყო ზოგადი გზავნილი მთლიანად საზოგადოების მიმართ, რომ ის ვინაც არის ჩვენთან ის არის ჩვენიანი, დანარჩენი კი, ყველა არის მტერი. თუ დააკვირდებით, რაც კი მძიმე დანაშაულები ხდებოდა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამას არ მალავდნენ და მიზანმიმართულად აკეთებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა შიში იმიტომ, რომ „დემოკრატიის ფარადას“ ამოფარებული, მათი ძალაუფლების შენარჩუნება გადიოდა და ეფუძნებოდა ძალადობას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ეს არის შავი ლაქა და სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომელმაც დღესაც ვერ გაბედა ეს დანაშულები ეღიარებინა და ზოგიერთ მათგანს დიდხანს პოლიტიკურ პატიმრებს ეძახდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ბატონი ზოდელავა საუბრობდა, რომ თეა წულუკიანმა განზრახ წააგო ეს საქმე სტრასბურგში, რაც სამარცხვინო განცხადებაა. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ და ბოდიში მოიხადონ, თეა წულუკიანს აბრალებენ, რომ არ დაიცვა ბაჩო ახალაია, რომლის ძალადობაც და სისასტიკეც ცნობილია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. რამდენიმე კვირის წინ კი, როდესაც ბატონი ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მატროსოვის ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ ისინი ყველანი უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათი რეალური პოლიტიკური იდეოლოგია და დამოკიდებულება ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რომ არა ბოდიში და არა ის, რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ და ამას ვაღიარებთ, არამედ ის, რომ ამ მწამებლებს, სადისტებს ჩვენ გამოვუშვებთ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა