პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას უფასო ჯანდაცვას ჰპირდება.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძის შეფასებით, ხელისუფლების მიერ შემოღებული სადაზღვევო პაკეტი მხოლოდ პიარია.
„1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველა ექიმი და პაციენტი მოტყუებული იქნება და მათ არ ექნებათ ჯანმრთელობის დაცვის საშუალება. „თავისუფალ საქართველოს“ აქვს გეგმა და მისი განხორციელების შემდეგ, მოქალაქეების ჯანდაცვის პრობლემები მოგვარდება“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ შალამბერიძემ.

















