ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სლოვაკეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩკს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ბრატისლავას სავაჭრო პალატასა და აფხაზეთის თვითმარქვია სავაჭრო პალატას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დაეთმო.
შეხვედრაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალსახად გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ ქალაქ ბრატისლავას სავაჭრო ორგანიზაცია არ არის სახელმწიფო ორგანო, ის მოქმედებს დამოუკიდებლად და არ გამოხატავს სახელმწიფოს პოზიციას.
შეხვედრის შემდეგ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

















