საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ინოკე კუბუაბულა იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდება.
გარდა ამისა, ფიჯის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთანაც გეგმავს.
კუბუაბულა საქართველოში პირველად იმყოფება. ის თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე დასასწრებად გუშინ ჩამოვიდა. ღონისძიებაზე დიპლომატი სიტყვით გამოვა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეკრება - ამბასადორიალი 5-6 სექტემბრებს გაიმართება. მას პოლონეთის, შვედეთისა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ნატოს გენერალური მდივანიც მიმართავს, რომელიც საქართველოში 6 სექტემბრებს ჩამოვა.

















