logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე:  არ მგონია, მესამე ზოლის კლინიკები დაგვჭირდეს, თუმცა ჩვენ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად
დიმიტრი ხუნდაძე: არ მგონია, მესამე ზოლის კლინიკები დაგვჭირდეს, თუმცა ჩვენ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად
16:07 03.04.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას აცნობს, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოქალაქე, რომელსაც კორონა ვირუსით დაინფიცირებაში ეჭვი შეეპარება.



"პირველად ჯანდაცვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი როლი, რადგან დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში უდიდესი ნაწილი იქნება კლინიკური გამოვლინების გარეშე. შეიძლება პაციენტმა ვერც იგრძნოს, რომ ვირუსის მატარებელია ან იყოს მსუბუქი გამოვლინება ტემპერატურის მომატების მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია.



როცა პაციენტს გაუჩნდება კითხვა, რეკავს 112-ში. 112 მას აკავშირებს გეოგრაფიულად პასუხისმგებელ არეალში ოჯახის ექიმთან, სოფლის ექიმთან, რომელიც გაუწევს სატელეფონო კონსულტაციას. თუ სატელეფონო კონსულტაცია არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაბამისი ეკიპირებით ერთვება სამედიცინო ბრიგადა, რომელიც კონკრეტული პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ახდენს. თუ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, ექიმს აჰყავს კონტროლზე პაციენტი. ანუ ერთი ზარით არ სრულდება მათი ურთიერთობა და პაციენტის მონიტორინგი გაგრძლდება.



აქ არის 2 ძირითადი მიმართულება: პირველი - სტაციონარში იმ ადამიანების ტალღისებული მოზღვავება რომ არ მოხდეს, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას, ექიმი გასწევს სატელეფონო მომსახურებას. მეორე ის, რომ თვითონ ექიმიც არ გახდეს ეპიდემიის მსხვერპლი ან გამავრცელებელი, ექიმმა არ იაროს ყველა ოჯახში და ოჯახიდან ოჯახში არ გადაიტანოს შესაძლო ინფექცია.



ჩვენმა ექიმებმა უკვე გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და დღეიდან ყველა ოჯახში დაზუსტდება, ხომ არაფერი შეიცვალა, ხომ არაფერი სჭირდებათ, რომ დროული კონსულტაცია მიიღონ ადამიანებმა. თუ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ საქმე გვაქვს კორონა ვირუსით დაინფიცირებულთან, ასეთი მოქალაქე, რა თაქმა უნდა, ხვდება იმ კლინიკაში, რომელიც ემსახერება კორონა ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, მაგრამ თუ რაოდენობა გადააჭარბებს ამ პირველი ზოლის საწოლ ფონდს, ჩაერთვება უკვე მეორე ზოლი, რომელიც სხვა პაციენტებისგან 48 საათის განმავლობაში გამოათავისუფლებს შესაბამის კლინიკებს და ისინიც ჩაერთვებიან მომსახურებაში. ასევე იქნება მესამე ზოლი, მაგრამ არ მგონია, მესამე ზოლი დაგვჭირდეს, თუმცა ჩვენ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად" , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ პირველის ეთერში.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა