logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა
არჩილ თალაკვაძე: რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა
12:15 03.04.2020
„რთული გამოწვევის წინაშე ვართ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ, - დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა. ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის, გვაქვს ხედვა და სამოქმედო გეგმები როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. ყველამ ვნახეთ ჩვენზე ათჯერ ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების გეგმის მიხედვით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„ჯანდაცვის სფეროში ეს არის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები, სამედიცინო პერსონალი, ეპიდემიური კონტროლის მექანიზმები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი - ხედავთ, რომ ხდება ზუსტი და თანმიმდევრული რეაგირება ინფიცირების თითოეულ შემთხვევაზე. გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად შემთხვევა არ არსებობს, სადაც ინფიცირების წყარო და კონტაქტები სრულად არ იყოს შესწავლილი და იზოლირებული” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს სოციალური დახმარების და ეკონომიკის სტაბილიზაციის კუთხითაც.

“საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთ საუკეთესო სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტი. მოქალაქეებს ვეხმარებით იმით, რომ სახელმწიფო უფინანსებს კომუნალურ გადასახადებს; ცხრა დასახელების პროდუქტზე კონკრეტულ ფინანსურ ინტერვენციებს ვაკეთებთ, რომ ფასები მკვეთრად არ გაიზარდოს, მოხდა ერთი თვის პენსიების გადარიცხვა წინსწრებით. შემდგომ პერიოდში დავეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომელტაც შესაძლოა დაკარგონ სამსახური და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს რესურსი არის შეზღუდული და თითოეული ლარი, რომელიც ამ პროგრამებში მიემართება არის შეფასების და პრიორიტეტების სწორად დასახვის საგანი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა