logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარის მთავრობაში საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობაში საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19:56 02.04.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფორმატში განიხილეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული სიტუაცია და გამოწვევები. შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი.

"გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული პაციანტი, რომელმაც დაამარცხა ვირუსი. შემდეგი დღეები, განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში, გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი. თუმცა საბედნიეროდ სიტუაცია არის მართვადი და გვაქვს კონტროლზე აყვანილი. გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე და ყურადღება.

რაც შეეხება კონკრეტული საწარმოების მუშაობას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სადაც არ არსებობს კონკრეტული რისკები ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ ამ საწარმოების მუშაობის გაგრძელება. სტანდარტულად კი საწარმოებს და იმ ტიპის დაწესებულებებს, სადაც არის რისკი, მოუწევთ დროებით შეაჩერონ ეს საქმიანობა.

ჩვენ ვემზადებით მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარისთვის და აქცენტი სწორედ სამედიცინო სექტორზე კეთდება. ე.წ. შეკავების ეტაპი ეფექტიანად და მინიმალური დანაკარგებით გავიარეთ. როგორც ჰოსპიტალური ჯანდაცვის კუთხით, ასევე მედპერსონალის მზადყოფნის კუთხით, ქვეყანაში და რეგიონში არის აბსოლუტური მზადყოფნა.

მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა დარჩნენ სახლში და რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ინფექციის და შემთხვევების ზრდას, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი მთლიანად მზად არის, რომ უპასუხოს ამ გამოწვევას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შტაბის სამუშაო შეხვედრაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა