logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით
პრემიერი: ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით
12:34 02.04.2020
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის, მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს ტაქტიკა გახლავთ ამ ბრძოლასთან ადაპტაცია; ჩვენ უნდა შევძლოთ პროცესების მართვა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვეყოლება ათობით თუ ასობით ინფიცირებული, უნდა ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, მაგრამ სახელმწიფომ და ეკონომიკამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ის თვისებებია, რომელიც უნდა შეიძინოს სახელმწიფომ, რათა სულ მალე, გლობალურ კონკურენციაში, იყოს ეფექტური და არა - ჩამორჩენილი.

„ეს არის ის თვისებები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ამ ბრძოლაშიც შესაძლებლობების ფანჯრები დაინახოს იქ, სადაც შეგვეძლება, ვიყოთ სხვებთან შედარებით ეფექტურები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანია მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ჩვენი ეკონომიკის ეფექტურობა, მესამე - ამ ყველაფერს უნდა მივაღწიოთ იმით, რომ უნდა გავიაროთ ადაპტაციის პროცესი. შეიძლება დღეს გვქონდეს ძალიან მძიმე აკრძალვები და შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენს მიერ დღეს მოქალაქეებისთვის, ეკონომიკისა და კომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვები ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს გავაკეთეთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა კომპანიებმა ისწავლონ, ამ გამოწვევებისა და ბრძოლის პირობებში, ადამიანის ჯანდაცვის, პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების დაცვის რა ელემენტარული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ფუნქციონირება და იყონ ბევრად უფრო კონკურენტული, ვიდრე სხვა კომპანიები. ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც უნდა გავიაზროთ. სხვა ყველაფერი კომპრომისია. ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასთან და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა