ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა მედეა ნეფარიძემ, ნინო ფხიკიძემ და საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია გმობს აღნიშნული ძალადობის ფაქტს და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკო-ს ინფორმაციით, ინციდენტი 3 სექტემბერს, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში მოხდა.

















