logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ
გიორგი გახარია: არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ
10:14 02.04.2020
არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

„ყველას უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა დღეს გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები გამოყენებულ იქნას მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტ პროგნოზს ვერავინ გვეუბნება რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი ერთი კვირა, ერთი თვე, 3 თვე თუ 6. ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას ვალდებულია, რომ გეგმები დასახოს მაქსიმალურად კრიზისის სავარაუდო დროზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დღეს ეს დახმარება არ არის ან ეს დახმარება მწირია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ეს არის მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობა ყველაზე მძიმე და ცუდი სცენარებისთვის, რასაც ვაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მთავრობა უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს პრემიერმა ასე უპასუხა: „ჩვენ ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას და შესაბამისი მონაცემები გვექნება, როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებები და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა