logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას
15:44 01.04.2020
"მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას" - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში.



ირაკლი კობახიძემ მთავრობის მიერ გაცხადებულ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების კომპენსაცია დაწესდება.



მისი თქით, სერიოზული გამოწვევები ძირითადად ორი - ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებითაა და ხელისუფლება ზრუნავს პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად.



"ინიციატივა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გახმოვანდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია პირველ რიგში ზოგად პარამეტრებზე, ეკონომიკის და სოციალურ ნაწილში რა პარამეტრების ფარგლებშია აუცილებელი ჩარევა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის დახმარება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენა სახელმწიფოსგან მიიღებს. 200 კილოვატი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფარგლებში მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას, მათ სრულად დაუკომპენსირდებათ შესაბამისი ხარჯები და აღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, ეს იყო პირველი მყისიერი ნაბიჯი, რომელიც მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების მიმართულებით გადაიდგა და ეს არის მთავრობის სწორი გეგმა.

"რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ მთლიანობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად. აქ სიჩქარე არ იქნება სწორი, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვანია, ზუსტად დავაიდენტიფიციროთ პრობლემები და ამის შემდეგ უკვე 2 მილიარდი ხარჯვის გადანაწილება იქნება სწორედ განსაზღვრული. ეს არის მთავრობის ძალიან სწორი ხედვა და გეგმა. სოციალური კომპენსაციების გარდა დანარჩენი თანხები დაიხარჯება იმის მიხედვით თუ რა სახის პრობლემების იდენტიფიცირება მოხდება მთავრობის მხრიდან. 15 აპრილისთვის გვექნება მარტის მონაცემები, რაც მოგვცემს საფუძველს გავიანგარიშოთ, თუ სად არის ყველაზე მეტი პრობლემა და ყველაზე მეტად ჩარევა საჭირო. ზედმეტი სიჩქარე, ბუნებრივია, არ იქნება სწორი. მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა