საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში იმყოფება.
როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დელეგაციაში სხვა წევრებთან ერთად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე შედიან.
დელეგაცია ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართავს შეხვედრებს.
პრემიერ-მინისტრი მოგვიანებით, ევროპის „სახალხო პარტიის“ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

















