logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო!
მარიამ ჯაში: ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო!
08:51 28.03.2020
საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ჯაში ეხმიანება პოლიტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას და აღნიშნავს:



"ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა, დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააჟღერა. მისი ინფორმაციით, რუსეთი აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს არ მიიღებს. გუდაუთის საავადმყოფო კი საკუთარი ძალებით რთულად თუ გაუმკლავდება ახალ ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებშიც შექმნა კრიზისი.

მინდა შეგახსენოთ, რომ სოხუმის დაცემის დღიდან ქართველ ექიმებს არ გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთში მოღვაწე კოლეგებთან.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ექსპერტული კოორდინაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ბავშვს ვაწვდიდით ტუბერკულოზის, დიფტერიის, პოლიომიელიტის, ტეტანუსის, წითელას და სხვა ინფექციების წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვაქცინებს.

მოგვიანებით, 2003 წლიდან აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენ დებსა და ძმებს გლობალური ფონდის, გაეროს სააგენტოების (UNIჩEF, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, UNFPA), UშAID, შავე ტჰე ჩჰილდრენ, MშF და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიეწოდებოდათ აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკური საშუალებები და სამკურნალო პრეპარატები.

ხშირად, აფხაზეთიდან პაციენტები თბილისსაც სტუმრობდნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სამკურნალოდ. ამ დაწესებულების საერთაშორისო რანგის ექსპერტიზა კი უკვე მთელი საქართველოსათვის არის ცნობილი.

2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების პარალელურად სულ უფრო მეტად ვცდილობდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისა და სამედიცინო კადრების მხარდაჭერას.

2014 წელს კი აშშ მთავრობისა და Gილეად-ის მხარდაჭერით საქართველოში ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა დავიწყდეთ. 2017 წლიდან სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის ჩ ჰეპატიტის მართვის ცენტრს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებიც მიმართავდნენ.

თითოეული ამ პროგრამის განხორციელებაში უშუალოდ იყვნენ ჩართული ჩვენი საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საპატივცემულო ქართველი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩემი კოლეგების სახელსა და გვარებს საგანგებოდ არ ვაკონკრეტებ.

ქართველი ექიმები საკუთარი რისკის ფასად საქართველოს ტერიტორიაზეც და ქვეყნის გარეთაც წლების მანძილზე ხვდებოდნენ აფხაზ კოლეგებს სასწავლო კურსებისა თუ სემინარების ფორმატებში და უზიარებდნენ კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უახლეს მიღწევებსა და ტექნოლოგიებს.

მედიკოსებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სოხუმსა თუ ცხინვალში არაერთხელ დაუდასტურებიათ, რომ სწორედ ისინი შეიძლება გახდნენ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენის გზაზე უმნიშნელოვანესი მონაწილეები.

ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიაც ნათელი მაგალითია, თუ რამდენად დიდია ოკუპაციის დროს სახალხო დიპლომატიის პროცესში მედიკოსთა როლი.

დღეს, როდესაც მსოფლიო ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენ ოჯახებსა და მეგობრებს.

ჩვენი ფრაქციის სახელით აქვე მადლობას ვუხდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად არის ჩართული აფხაზეთში კორონავირუსის ეპიდ-სიტუაციის შეფასებასა და საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

რუსეთმა შესაძლოა უარი თქვას აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დახმარებაზე... მაგრამ ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მედიკოსები, როგორც ყოველთვის, სოხუმის, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და ანალოგიურად ცხინვალის რეგიონის გვერდით იდგებიან პროფესიონალიზმითა და კოლეგიალური თანადგომისათვის მუდმივი მზადყოფნით". ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა