„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრწანისის და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე
დღეს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ ესტუმრნენ.
ისინი ახალი პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრნენ და კონსულტაცია გაუწიეს, თუ როგორ მიიღონ კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება უმოკლეს ვადაში.
საყვარელიძემ და ვაშაძემ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ახალი პროექტი თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათია.
ახალი სადაზრვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი მოქალაქე, ხოლო დედაქალაქში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.

















