საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს აღრიცხვის მისამართის გადამოწმებისკენ მოუწოდებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არასწორი მისამართიდან მოხსნისა და რეალურ მისამართზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართონ.
კალანდაძის თქმით, ამის შედეგად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეუფერხებლად შეძლებენ.
„2008 წლის შემდეგ ჩვენ უკვე მყარი ბაზა გვაქვს და შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ, ვინ როდის გადმოკვეთა საზღვარი“ - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად ამოირიცხებიან.
კალანდაძის თქმით, დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, საკონსულო აღიცხვაზე საქართველოს 53 216 მოქალაქეა. თუმცა, 18 ათასამდე მოქალაქე, საკონსულო რეგისტრაციის ადგილზე აღარ ცხოვრობს.

















