გარემოს დაცვის ახალი მინისტრის პოსტზე უწყების ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ოფიციალურად დაინიშნა.
ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით, პირადი განცხადების საფუძველზე გასულ კვირას დატოვა.
გიორგი ზედგინიძე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა.
ზედგინიძე კი, 2008 წლიდან ასევე მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად. იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის მაგისტრია.

















