საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დღეს ზემო ვეძისში, ჩირთახანის
დასახლებაში მცხოვრებ ქართველ და აზერბაიჯანელ ამომრჩეველს შეხვდა.
„ქართული სახელმწიფო უნდა შევქმნათ ყველამ ერთად - ეთნიკურად ქართველებმა, აზერბაიჯანელება, რუსებმა, სომხებმა და ყველა ადამიანმა, ვისაც წარმატმებულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა"- განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ამომრჩეველთან რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების, ჯანდაცვის, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის სფეროები რეფორმირებას საჭიროებს.
უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შექმნის შესაძლებლობას იმისთვის, რომ მოქალაქეები მხოლოდ შემწეობისა და შეღავათის იმედად არ ცხოვრობდნენ.

















