logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში COVID-19-ის  შესახებ ინფორმაციას  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  ვავრცელებთ
ქეთევან ციხელაშვილი: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ვავრცელებთ
18:31 24.03.2020
"ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას, წესებსა და რეკომენდაციებს"-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადაეცემა "ვრასტანისა" და "გურჯისტანის" სპეციალურად დაბეჭდილი საგაზეთო გამოცემები.



"მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების მიმართ და ამავდროულად, ვთხოვო თითოეულ მათგანს, რომ ზედმიწევნით დავიცვათ და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ის წესები, რასაც ადგენს საგანგებო ვითარება ქვეყანაში, კონკრეტულად საკარანტინო ზომა ამ ორ მუნიციპალიტეტში და რა თქმა უნდა რეკომენდაციები, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ეს არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ COVID-19-ის გავრცელების შეკავება, რაც არის მსოფლიო პანდემია და დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ოჯახები, ახლობლები, მეზობლები, საზოგადოება და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა.



იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე ჩვენ ვავრცელებთ ყველა შესაბამის მასალას მათთვის გასაგებ ენაზე, მოგეხსენებათ, რომ მარნეულსა და ბოლნისში საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა, რომელიც საუბრობს აზერბაიჯანულად, ასევე სომხურად. დღეს ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით გადავცემთ მათ სპეციალურად დაბეჭდილ საგაზეთო გამოცემას "ვრასტანისა" და "გურჯისტანის", რომელიც მთლიანად ეთმობა COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავებას, მოიცავს ასევე მათ მშობლიურ ენაზე ყველა ინსტრუქციას, ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, საკარანტინო რეჟიმის შესახებ, მიმართვებს და დეტალურ ახსნას, თუ რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ იყოს დაცული. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაზეთების ისევე, როგორც უკვე დამატებითი ნაკადის სხვა ინფორმაციის, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული თუ ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების თაობაზე, მოსახლეობა მიიღებს, გულისყურით გაეცნობა, დაიცავს იმიტომ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს, ჯანდაცვის სისტემას, ჩვენს სამართალდამცავებს, უკვე ჯარსაც, რომელიც მობილიზებულია იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.



მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გავრცელდება გაზეთ "ვრასტანისა" და "გურჯისტანის" სპეციალური გამოცემები.

მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ხელმისაწვდომი იქნება: საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესები, ინფორმაცია და რეკომენდაციები, საქართველოს მთავრობის დადგენილებები N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა