რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ცაგერის მაღალმთიან სოფლებში იმყოფებოდა და არსებულ
ვითარებას ადგილზე გაეცნო.
რწმუნებული სოფელ ლახეფას ესტუმრა, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცა,
ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები.

















