logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქეთევან ციხელაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები
ქეთევან ციხელაშვილი: მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები
17:23 24.03.2020
"არაერთხელ გამოგვითქვამს მზადყოფნა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და ურთიერთობის გაფართოებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ვაპირებთ, მათ შორის სტატუს ნეიტრალური სამშვიდობო ინციატივებით"-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჩართულობის პოლიტიკისათვის პრიორიტეტი ნდობის მშენებლობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვაა.



"რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, აქ საკმაოდ დიდი მოქნილობა არსებობს. გვაქვს წარსულის გამოცდილებაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, არსებობს მნიშვნელოვანი მექანიზმებიც, რომელიც დღესაც შეჩერებულია და შეიძლება მათი ამოქმედება და ეფექტურად გამოყენება, თუმცა ასევე შესაძლებელია ახალი პლატფორმების განხილვა და მოსინჯვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის გახლავთ, რომ ეს დიალოგი იყოს რა თქმა უნდა არსებითი და ჩვენი ჩართულობის პოლიტიკისათვის პირველი პრიორიტეტი რა თქმა უნდა არის ნდობის მშენებლობა, აღდგენა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ცხოვრობს.



სწორედ ამ ჭრილში, აუცილებლად უნდა შევეხო მთავარ გამოწვევას, რომელიც დღეს ყველას გვაქვს, ეს არის მსოფლიო პანდემიის პირობებში COVID-19-ის  გავრცელების მაღალი რისკები. დაზღვეული რა თქმა უნდა არცერთი რეგიონი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაცნობიერებული იქნეს აი ამ რისკის და საფრთხის მასშტაბი და რეალურობა. ამიტომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ დაცული იქნას მოსახლეობა მაქსიმალურად.



ოკუპაციის პირობებში და პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, რომ ჩვენ გავატაროთ ეფექტური ღონისძიებები, თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი მცდელობა სხვადასხვა არხით, მათ შორის პარტნიორების დახმარებით მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ღონისძიებები ადგილზეც გატარდეს ისევე, როგორც საჭიროების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა გვერდში დავუდგეთ ჩვენს მოსახლეობას.



რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის გავრცელებას, მასზე ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის მიღებას და გათავისებას უკვე მოსახლეობის მხრიდან. აქ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ ვთარგმნით აფხაზურ და ოსურ ენებზე ყველა იმ მასალას, რომელიც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ამ დღეებშიც პროაქტიულ რეჟიმში ყველა ამ რეკომენდაციას ვავრცელებთ სხვადასხვა არხით და შევეცდებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. ეხლა ფრონტის ხაზი გადის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ხელი შეუწყოს სიტუაციის რეალურ აღქმას. არავინ არ არის დაზღვეული რისკებისაგან და საფრთხე საკმაოდ მაღალია. მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც რეალურად ადგილზე სიტუაციის კონტროლი არ ხდება.



მოვუწოდებ და ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომ ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები, დაწყებული პირადი ჰიგიენით, დასრულებული სოციალური დისტანცირებითა თუ მაქსიმალურად სოციალური ურთიერთობების თავის არიდებით აი ამ მწვავე პანდემიის პირობებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დამატებითი ღონისძიებები გატარდეს სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აი ამ საფრთხის შესაკავებლად"-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა