logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე:  ვისაც აინტერესებს, სად არის ბიძინა ივანიშვილი, სად არის „ქართული ოცნება“,  ირგვლივ მიმოიხედოს, რასაც აკეთებს ახლა სახელმწიფო
არჩილ თალაკვაძე: ვისაც აინტერესებს, სად არის ბიძინა ივანიშვილი, სად არის „ქართული ოცნება“, ირგვლივ მიმოიხედოს, რასაც აკეთებს ახლა სახელმწიფო
20:00 23.03.2020
"ვისაც აინტერესებს, სად არის ბიძინა ივანიშვილი, სად არის "ქართული ოცნება", ირგვლივ მიმოიხედოს, რასაც აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს მენეჯმენტი, ეს ინსტიტუტები არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი" - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას და იმ ადამიანებს, ვინც "სასოწარკვეთილ განცხადებებს" აკეთებს, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ "იმედის დღის ქრონიკაში" განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მანდატის ფარგლებში ყოველდღიურად ჩართულია სამუშაო პროცესში და მუდმივად კავშირზეა ლიდერებთან, ვინც ამ კრიზისს მართავს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ორჯერ შესთავაზა ბიძინა ივანიშვილს განცხადების გაკეთება მისი ინიციატივით და რჩევებით დაწყებულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, უარი მიიღო იმ მიზეზით, რომ ამ ვითარებაში წამყვანი სახელმწიფო ინსტიტუტები და ის თანამდებობის პირები არიან, ვისაც ეს ეხება.

"ის ყოველდღიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში საკუთარი მანდატის ფარგლებში და აქვს ყოველდღიური კავშირი ლიდერებთან, ვინც ამ კრიზისს მართავს. მე პირადად, ორჯერ ამ პერიოდში მქონდა მასთან სამუშაო კომუნიკაცია და განხილვა, სადაც შევთავაზე ორ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც მუშაობა მისივე ინიციატივით დავიწყეთ და მისი რჩევების გათვალისწინებით გარკვეული ხელშესახები შედეგები გვაქვს.

ერთხელ, მე მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს შევთავაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად განვიხილეთ ეს ინიციატივა და მე ამაზე დავიწყე მუშაობა ჩემს კოლეგებთან და პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ეს იყო ჩOVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებული თანამშრომლობა, სადაც ჩვენ უკვე ნაბიჯები გადადგმული გვაქვს. როდესაც ეს თანამშრომლობა გარკვეულ ეტაპზე გადავიდა, მე მას ვთხოვე თვითონ გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით განცხადება და ეთქვა საზოგადოებისთვის, თუ რა პროგრესი გვაქვს, რას ველოდებით და რომ საქართველო ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობაშია ჩართული. მან უარი მითხრა ამაზე. მან მითხრა, რომ ამ ვითარებში წამყვანი არის ინსტიტუტები, წამყვანი არიან ის პოლიტიკური ფიგურები და ის თანამდებობის პირები ვისაც ეს ეხება, ამიტომ ეს არის თქვენი გასაკეთებელი საქმე, თქვენი სათქმელი და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ.

მეორედ მასთან მქონდა ასევე კომუნიკაცია ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ჩOVID -19-ის მიერ მიყენებულ ზიანს და ჩვენი მოქალაქეების დახმარებას ეხება. აქაც, რა თქმა უნდა ჩვენ მისი ინიციატივით დავიწყეთ ამ დახმარების და შესაძლებლობის განხილვა. როდესაც ეს საქმე მივიდა იმ ეტაპზე, რომ უნდა შექმნილიყო ეს ფონდი, მან უარი განაცხადა, თვითონ ყოფილიყო ამის გამხმოვანებელი და ეთქვა საზოგადოებისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს. მას მიაჩნია, რომ ეს პარტიული საკითხები არ არის. დღეს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" აკეთებს ამ ყველაფერს, "ქართული ოცნების" მიერ არის შქმნილი ეს სახელმწიფო მენეჯმენტი და ეს კადრები ქართული ოცნების გუნდია, მაგრამ მან ჩათვალა, რომ დღეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების და თანამდებობის პირების დრო და ჩვენ უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი საქმე, ამაზეც მითხრა უარი.

ასე რომ, ამ მაგალითებით თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა - ეს არ არის ადამიანი, რომელიც მაინცდამაინც სახელის მოხვეჭით არის დაკავებული მთელი ცხოვრება, აქამდეც, ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას და წლების განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ არც კი იცოდა მისი გაკეთებული საქმეების შესახებ. ამიტომ, ვისაც აინტერესებს, სად არის ბიძინა ივანიშვილი, სად არის ქართული ოცნება, ირგვლივ მიმოიხედონ, რასაც აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს მენეჯმენტი, ეს ინსტიტუტები არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ის ხალხი ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკური ფარისევლები არიან.

"ეს ზუსტად ის ხალხია, რომელიც რამდენიმე თვის წინ და ამ წლების განმავლობაში ამბობდნენ, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი ჩართული პოლიტიკაში, ისინი საუბრობდნენ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე და ისინი ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებდნენ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ის ლეგიტიმურად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ლეგიტიმურად, როგორც პარტიის თავმჯდომარე და მანამდე როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა, დღეს როდესაც ქვეყანა კორონავირუსის გამოწვევის წინაშეა, ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ მისთვის მთავარი იყო ქვეყანა, საზოგადოების კეთილდღეობა და არა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სხვათაშორის, ამ ოპონენტებს უნდა ვუთხრა, ისინი არიან აპოლოგეტები წინა მენეჯმენტის სისტემის, სადაც ყურძენს კრეფდა შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი აშენებდა შენობებს და საბოლო ჯამში არც ერთ მინისტრს არ ჰქონდა უფლება, თავისი უწყების მიღწევებზე ელაპარაკა თუ ამას პრეზიდენტი სააკაშვილი არ გააკეთებდა" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა