logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: გამართული სახელმწიფო მენეჯმენტი, რომელიც დღეს ეფექტურად მუშაობს - ბიძინა ივანიშვილის შექმნილია
არჩილ თალაკვაძე: გამართული სახელმწიფო მენეჯმენტი, რომელიც დღეს ეფექტურად მუშაობს - ბიძინა ივანიშვილის შექმნილია
19:57 23.03.2020
"ის არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს, აქამდეც, ოც წელზე მეტი დროის განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას და ჩვენმა საზოგადოებამ არც კი იცოდა ეს საქმეები მისი მხარდაჭერით თუ კეთდებოდა. ვინც დღეს ამბობს "სად არის ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი?" - ეს იგივე ხალხია, რომელიც წლები აცხადებდნენ რატომ არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართვაშიო. პოლიტიკურ ფარისევლებთან გვაქვს საქმე.

​რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი, არის ბიძინა ივანიშვილის აწყობილი და ეს პოლიტიკური გუნდი არის "ქართული ოცნება" - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტების შეკითხვას - სად არის შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი.



ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა პოლიტიკურ გუნდთან. ოპონენტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" დამფუძნებელთან თანამშრომლობის პირადი მაგალითებიც მოიყვანა:



"ამ რამდენიმე დღეში, ორჯერ მქონდა მასთან კომუნიკაცია, სადაც შევთავაზე ორ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პროექტები და გადაწყვეტილებები, რაზეც, მუშაობა მისივე რჩევით დავიწყეთ და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ერთი ეს იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტის საკითხი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაქვს. მეორე, კორონავირუსთან დაკავშირებული ფონდის შექმნა იყო - ვთხოვე, რომ მას გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით განცხადება და ეთქვა საზოგადოებისთვის, თუ რა პროგრესი გვაქვს და რას ვაპირებთ. მან უარი მითხრა ამაზე, მითხრა რომ ამ ვითარებაში სახელმწიფო თანამდებობის პირების და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ელოდება საზოგადოება ნაბიჯებს და გვირჩია ეს გადაწყვეტილებები და სიახლეები ჩვენ მივაწოდოთ და ავუხსნათ ხალხს. როცა ფონდმა "ქართუმ" კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ყველაზე მეტი რესურსი გამოყო - ამაზეც კი მას არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი ხალხის გვერდით არის და მიაჩნია, რომ დღეს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების და შესაბამისი თანამდებობის პირების საქმეა. თუ კითხვა არის, რომელი პარტია აკეთებს ამას და რომელი პოლიტიკური გუნდი მართავს ამ სიტუაციას ეფექტურად - ცხადია ეს პოლიტიკური გუნდის არის, "ქართული ოცნება". ეს პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შექმნილი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მოყვანილი მაგალითებითაც შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვერდით უდგას თავის ხალხს და ქვეყანას, მაგრამ ამ ვითარებაში ის სახელის მოხვეჭით არ არის დაკავებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა