logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ცუცქირიძე: სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიებისა თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა
გიორგი ცუცქირიძე: სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიებისა თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა
17:41 23.03.2020
„ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები დღეს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის თავისებური ფინანსური ბალიშის როლს ასრულებს“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებმა, რომელსაც ქართული ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა, ბოლო წლებში მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში კორონავირუსის ზეგავლენა ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა. უკვე სახეზეა არა მხოლოდ წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნა, არამედ უმუშევრობის ზრდის მკვეთრი ტენდენციაც, რაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს შეეხება.

უმუშევრობის ზრდა, თავის მხრივ, სოციურ აპათიასთან ერთად, გამოიწვევს კრიმინალის ზრდასაც, რაც არანაკლებ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს როგორც სამოქალაქო წესრიგის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვისაც. „კოვირ 19“-ის, როგორც გლობალური მეზო ფაქტორის ზეგავლენა ეკონომიკაზე და კრიზისის შემდგომ პერიოდში ბევრი რამის გადაფასებაც მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის, იგივე ნეოლიბერალური პარადიგმების გადაფასების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჯანდაცვა, როგორც სტანდარტული საბაზრო პროდუქტი, უბრალოდ ჩავარდა. არ მუშაობს სწორედ თავისუფალი ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების უნივერსუმიდან გამომდინარე. იტალიის მაგალითმაც ცხადად აჩვენა, რომ კერძო საავადმყოფოებსა და კლინიკებს აქვთ იმდენი საწოლი, რამდენიც არის ბაზარზე მოთხოვნა შედარებით სტაბილურ პირობებში, მაგრამ ეს პარადიგმა მთლიანად იმსხვრევა კრიზისების დროს, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ხოლო მისი დაკმაყოფილება ვერ ხერხდება. დიდწილად ამის შედეგი იყო, რომ იტალიის კლინიკებს არც საკმარისი ადგილები აღმოაჩნდათ და არც საჭირო მედიკამენტები, რასაც ემატება სასუნთქი აპარატურის მკვეთრი დეფიციტი, რაზეა საუბარი, როდესაც ელემენტარულად პირბადეები თვით სამედიცინო პერსონალსაც კი არ ჰქონდა. ცალკე თემაა ფასები როგორც მედიკამენტებზე, ისე სასურსათო პროდუქციაზე. ჩვენ აქაც ვნახეთ, რომ, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ჩარევა, ცალკეულ „ბიზნესმენთა“ მხრიდან ამ გაზრდილი მოთხოვნის შედეგი რა შეიძლება გამხდარიყო!

ჩავარდა კერძო სამედიცინო დაზღვევის არსებული მოდელიც, რადგან კერძო კომპანიები რეალურად აზღვევენ იმას, ვისაც ამის საჭიროება აქვს და არა ყველას. ხოლო ვირუსული პანდემიისას მისი ეფექტურობა სულაც ნულზე დადის, რადგან კერძო დაზღვევისას ამ პრობლემას ისიც აუარესებს, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის გადახდილი ფული სადაზღვევო კომპანიის გადმოსახედიდან დანაკარგია, რაც უბრალოდ ე.წ. „სამედიცინო ხარჯებში“ გადის. ამ ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ინფექციური საავადმყოფოს პრივატიზაციის შედეგიც ხომ გამოჩნდა - რომ არა სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ, აღარც იფუნქციონირებდა საერთოდ!

როდესაც ჩვენ ქართული ჯანდაცვის მაღალ პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, გარდა ვირუსოლოგთა და ინფექციონისტთა მაღალი კვალიფიკაციისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიც, რაც დღეს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის თავისებური ფინანსური ბალიშის როლს ასრულებს.

სწორედ ამ პროგრამებმა, რომელსაც ქართული ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა და მის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა, გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების მომიზეზებით, ბოლო წლებში უზრუნველყო მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა და ბევრი მათგანის სიცოცხლე გადაარჩინა. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ნულოვანი სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდისაგან, როდესაც მკურნალობის დასაფინანსებლად საკუთარი საცხოვრისის ბანკებში ჩადება ან სულაც გაყიდვა რომ უწევდათ.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოთხპუნქტიანი სტრატეგიაც სავსებით სწორია, როდესაც პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობას და მათ სოციალურ დაცულობას აყენებს და ამ კუთხით განიხილავს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტსაც და უსაფრთხოების გაზრდილ ღონისძიებებსაც.

უბრალოდ, სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიებისა თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა, მით უმეტეს უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეების მიტოვების გადაბრალება, მაშინ როდესაც ჩვენზე ბევრად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის და თვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დღევანდელ ფორსმაჟორულ სიტუაციაში.

„Covid 19“ - დარჩი სახლში!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა