logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის მიმართულებით უახლოესი პერიოდის რეისების განრიგი წარმოადგინა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის მიმართულებით უახლოესი პერიოდის რეისების განრიგი წარმოადგინა
15:51 23.03.2020
"მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კომპანია "საქართველოს ავიახაზებთან" და შედგენილი არის ევროპის მიმართულებით უახლოესი ორი კვირის ფრენების განრიგი. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ კვირის განმავლობაში შედგება მხოლოდ ორი რეისი. მიმდინარე კვირას, უკვე დღეს, განხორციელდება თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, ვინც ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული იყო ბერლინში და ასევე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია "ეგეოსის" რეისი თბილისის მიმართულებით, რომლითაც კომაპანია ჩამოიყვანს საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოდან წაიყვანს საკუთარ მოქალაქეებს. 26 მარტს განხორციელდება რეისი თბილისი-ვენა-თბილისი, ხოლო 31 მარტს - რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი. 3 აპრილს განხორციელდება რეისი თბილისი-ვარშავა-თბილისი, ხოლო 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილს - რეისი თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის ის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში რეისების დაგეგმვაზე, რომ, ვიმეორებ, ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში" - განაცხადა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.



მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით აღნიშნულ რეისებზე ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. "ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ"- აღნიშნა მან.



მინისტრის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უცხოეთიდან უკვე გამოიყვანა საქართველოს 3000-მდე მოქალაქე.

"საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვახერხეთ 3,000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიიდან და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია. უკვე განისაზღვრა ის მიმართულებები, საიდანაც, ამ ეტაპზე მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა - მე ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგან არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, შემოსული მგზავრები (საქართველოს მოქალაქეები) გადიან 14 დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის"- აღნიშნა მინისტრმა.



მინისტრის თქმით, ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რომლის შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არსებობს და მუშაობა მიმდინარეობს სხვა მიმართულებებზეც. "შესაძლოა ამ მიმართულებითაც გარკვეული ცვლილებები იყოს და ამის შესახებ ოპერატიულად ეცნობება საზოგადოებას, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს საელჩოებთან და საკონსულოებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. არის ასევე ავიაკომპანიის შესაბამისი ცხელი ხაზიც".


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა