logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი:  ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მუდმივად ხდება ინფორმირება ტელევიზიების, თუ ბეჭდური სახით ინფორმაციის დარიგებით
სოზარ სუბარი: ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მუდმივად ხდება ინფორმირება ტელევიზიების, თუ ბეჭდური სახით ინფორმაციის დარიგებით
14:37 23.03.2020
ამ დღეების განმავლობაში, რაც განსაკუთრებული ზომების მიღება დაიწყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც გატარდა არაერთი ღონისძიება. ადგილობრივი რადიოების, ტელევიზიების მეშვეობით მუდმივად ხდებოდა განმარტება, მუდმივად ხდებოდა გარკვეული ინფორმაციის დარიგება ბეჭდური სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, პრობლემა არის ის, რომ ძალიან ხშირად, ჩვენი მოქალაქეები უყურებენ არა იმდენად საქართველოს ტელევიზიებს, რომლებიც მაუწყებლობენ აზერბაიჯანულ, ან სომხურ ენებზე, არამედ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციოებს, სადაც ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული ინფორმაცია გადის და ვითარება.
"ამიტომ, ბევრ მათგანს არ ჰქონდა იმდენი ინფორმაცია, რაც აქვს ქართულენოვან მოსახლეობას, თუმცა უმრავლესობას მაინც ჰქონდა ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში დაჯერების თემაც არის, რომელს უფრო მეტად უჯერებენ იმას, რაც შეიძლება ერთჯერადად, ორჯერადად მივაწოდოთ ჩვენ, თუ იმას, რასაც მთელი დღეების განმავლობაში უყურებენ.
თუმცა, ამ წუთისთვის, ვითარება, რა თქმა უნდა, შეცვლილია. ყველა მოქალაქეს აქვს ინფორმაცია და ეს ინფორმირება ხდება მუდმივად, საზოგადოებრივი არხი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ მიმართულებით და ყველა ის ადგილობრივი რადიო, თუ ტელევიზია, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მუშაობენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მცირე პრობლემაზე, რაც დილიდან რამდენიმე სოფელში, სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შეიქმნა.
"შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა კი არ იყო მომარაგების, პრობლემა იყო აღქმის, რომ რა გვეშველება, მფლობელები, რომლებსაც შესატანი ჰქონდათ გარკვეული სურსათი, თუმცა მათ განემარტათ, რომ ამის არანაირი პრობლემა არ აქვთ და ეს თემა არის დალაგებული ისევე, როგორც იქიდან სურსათის გამოტანის თემა დღეს უკვე დაიწყო და ხვალიდან, ყოველ შემთხვევაში, სრულიად შეუფერხებლად იმუშავებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა