logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი: მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე
სოზარ სუბარი: მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე
14:24 23.03.2020
მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის და პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრის მრჩევენლა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა - საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები. სოზარ სუბარის განცხადებით, ექიმები და ავადმყოფები, რომელთაც შესაძლოა, თბილისში ან სხვა რეგიონებში სჭირდებოდეთ მკურნალობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.


დილით ჩასული ვიყავი მარნეულში, რათა ადგილზე მენახა სიტუაცია, შემდეგ ჩამოვედი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, თუმცა ყოველწუთიერი კონტაქტი გვაქვს. შექმნილია ადგილზე სამუშაო შტაბი. პირველი დღეა და ამიტომ, გაუგებრობები ბევრია, მოსახლეობაშიც, თუმცა საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტიდან არიან იქ შემთხვევით მოხვდნენ. ითხოვენ გამოყვანას. ბუნებრივია, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მათ მოუწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა და ისინი ვერ დატოვებენ ტერიტორიას.


მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა - საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები და ავადმყოფები, რომელთაც შეიძლება თბილისში ან სხვა რეგიონებში შეიძლება სჭირდებოდეთ მკურნალობა, დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც არის ჯანდაცვის სპეციალისტებისგან. სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და დაცული იყოს შესაბამისი უსაფრთხოების წესები. მცირე პრობლემა შეიქმნა ბენზინგასამართ სადგურებზე დილიდან, მაგრამ ეს პრობლემაც ამ წუთისთვის გვარდება, რადგან ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცადა სოზარ სუბარმა.


მისი თქმით, ასევე შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა