საქართველოს 6 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდაძის თქმით, რასმუსენის ვიზიტი ერთდღიანია, რომლის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შეკრებაზე. ამბასადორიალი 5-7 სექტემბერს იმართება.
ვიზიტის ფარგლებში, რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი ქართულ ბატალიონსაც შეხვდება, რომელიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

















