logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენი 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი; არც ერთ ქვეყანას მსგავსი სახის ქმედება არ განუხორციელებია; ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს ეს
დავით ზალკალიანი: ჩვენი 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი; არც ერთ ქვეყანას მსგავსი სახის ქმედება არ განუხორციელებია; ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს ეს
20:36 22.03.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო საკუთარი მოქალაქეების გამოიყვანა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მაშინ, როდესაც ეს ვერ მოახერხეს დიდმა სახელმწიფოებმა. მისი თქმით, მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში დახმარებას უწევენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

„მინდა შეგახსენოთ, ერთი თვის წინ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთიდან გამოვიყვანეთ ჩვენი პარტნიორების, თურქების და ფრანგების დახმარებით და ჩვენი საკუთარი რესურსით. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა რომიდან, ორი სპეცრეისით. მოგეხსენებათ, როგორ ორგანიზებულად და კოორდინირებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ჩვენ 400-მდე ჩვენი მოქალაქე გამოვიყვანეთ პოლონეთიდან LOT-ის დახმარებით. მე პირადად მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, იმისთვის, რომ 90 მოქალაქეს, რომელსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნა ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე, შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ასეთ შემთხვევებთან საქმე. დღეს უკრაინიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები. დღესვე შესრულდება დუბაის რეისი და იქიდანაც დავრუნდებიან. გუშინ, გვიან საღამოს "ბელავიამ" შეასრულა ფრენა და მაშინ როდესაც 165 ადამიანს ველოდით, მხოლოდ 120 მათგანი გამოცხადდა”- განაცხადა მინისტრმა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაბრუნება მოხდეს ეტაპობრივად და სრულ კოორდინაციაში, რათა ადგილზე შესაძლებელი იყოს მათთვის შესაბამისი საკარანტინო პროცედურების სათანადოდ გატარება.

„ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

მე ვთხოვ ყველას, მათ შორის ბიზნესს, რომ აქ მთავარი არა ბიზნეს ინტერესები, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაა. ყველას ვეხმარებით შეძლებისდაგვარად.

ჩვენი დიპლომატები საკუთარი ჯიბიდან უნაწილებენ დახმარებას. ბევრი პრობლემა გვექმნება ყოველდღიურად, რის შესახებაც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ადამიანებს ადგილზე ვუგვარებთ პრობლემებს.

რადგან არ ვსაუბრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება.

პირიქით, ყველას ვეხმარებით და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება" - განაცხადა მინისტრმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა