logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
ირაკლი ბერაია: ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არამხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
19:14 22.03.2020
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და არც არავინ აღიარებს. ოკუპირებულ აფხაზეთში, საოკუპაციო ძალის მიერ მართული პროცესები, მათ შორის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, მხოლოდ და მხოლოდ ოკუპანტების ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. გარდა ამისა, დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის საგანგაშო მასშტაბების ბიოლოგიურ საფრთხეს, როდესაც მოსახლეობას მოუწოდებენ სოციალური დისტანცირებისკენ, სახლებში დარჩენისკენ, ე.წ. არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კრემლი არაფრად აგდებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ის, რაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, რუსული აგრესიული პოლიტიკის და მასზე დაფუძნებული უკანონო ქმედებების პირდაპირი შედეგია. უმძიმესია არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, არამედ ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობაც. განსაკუთრებით საგანგაშოა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მხცოვრები ჩვენი მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის კუთხით არსებული ვითარება.

იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოირჩევა ნეგატიური ტენდენციით, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რეგიონების დეპოპულაციის საშიშროება, არ არსებობს სანიტარული და ეპიდსაწინააღმდეგო კონტროლის მექანიზმები, ფართოდ გავრცელებულია ტუბერკულოზი, შიდსი, C ჰეპატიტი, ონკოლოგიური პათოლოგიები, ნარკომანია, პრობლემებია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით, სუსტია ან მოშლილია სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, იზღუდება საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედინიცო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა, საოკუპაციო ძალის მიერ ე.წ. არჩევნებში და მსგავს უკანონო პროცესებში მოსახლეობის მიზამიმართული ჩართვა, მათი მობილიზება, ე.წ. საარჩევნო უბნებზე კონცენტრაცია, ახალი ვირუსული ინფექციის სწრაფი ტემპებით გავრცელების და კატასტროფული შედეგების რეალურ საფრთხეს შეიცავს.

აუცილებელია, არალეგიტიმურ არჩვენებს, მიეცეს უმკაცრესი შეფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ერთის მხრივ, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს მორიგ უკანონო, დესტრუქციულ, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს და მეორეს მხრივ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორც ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმთელობის და სიცოცხლისთვის მაღალი საფრთხის შემცველ ქმედებას. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა