logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას ცდილობს
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას ცდილობს
12:03 03.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, უწყებათაშორისი კომისია უწყებათაშორისი ორგანოა  და არა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ფორმალური აღსრულების მექანიზმები გააჩნია.

მისიის შუალდური ანგარიშის თანახმად, უწყებათაშორისი კომისია „საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით“ შეიქმნა.

„როგორც ნახევრად–სამთავრობო უწყება, უწყებათაშორისი კომისია მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან შედგება და აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტურ კოორდინაციას ემსახურება. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლო ზედამხედველობას არ ექვემდებარება“ - ნათქვამია ანგარიშში.

მისია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივად გამოყენების, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის და დაშინების შესახებ ბრალდებები სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან კვლავ ვრცელდება.

მისიის ინფორმაციით, უწყებათაშორისი კომისია შემოსულ საჩივრებზე ოპერატიულ რეაგირებას ცდილობს.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის მიმართ ზოგადად დადებითია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ზოგიერთ ბრალდებაზე მყისიერი რეაგირების უნარი გამოავლინა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად აფასებს, იმას, თუ რა დროს ანდომებს უწყება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ბრალდებებზე რეაგირებას“ - აღნიშნულია ანგარიშში.

მისიის წევრები მიიჩნევენ, რომ უწყებებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე რეაგირება ევალებათ, არ გააჩნიათ უფლებამოსილება ან შესაძლებლობები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებისა - განახორციელოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობა, ექვივალენტური იქნებოდა.

„მიუხედავად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევასთან დაკავშირებით გავლებული პარალელებისა, რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონის შერჩევითი აღსრულება ხდება, ხოლო დაკისრებული ჯარიმები არაპროპორციულია“ - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. მისია საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ გარემოზე დამკვირვებელი სამი ანალიტიკოსისგან შედგება. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და 120–ზე მეტი შეხვედრა გამართეს მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან. არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა