საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი 16 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტებში“ მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კვესიტაძის „აქცენტებიდან“ მიწვევა მიიღო, რასაც კოალიციის ლიდერი დათანხმდა.
ფანჯიკიძის თქმით, ივანიშვილი მზად არის მივიდეს სტუმრად აღნიშნულ გადაცემაში და პირდაპირ ეთერში უპასუხოს ჟურნალისტის შეკითხვებს.

















