logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა დოჭვირი: საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეფექტურად და დროულად განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესამცირებლად
ბექა დოჭვირი: საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეფექტურად და დროულად განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესამცირებლად
21:44 21.03.2020
ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ ეტაპზე, როდესაც რეკომენდაციების გაცემა არ არის საკმარისი და არ გვაქვს ფუფუნება იმისათვის, რომ ვიყოთ მხოლოდ დამოკიდებული მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, ამიტომ, მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით, -ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეფექტურად და დროულად განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლის იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შემცირება და პრევენცია.

„მინდა მოგახსენოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ის მიზეზები, თუ რატომ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ შუამდგომლობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ, პირველივე წუთებიდან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად განახორციელა პრევენციული ღონისძიებები. პირველად 2020 წლის 28 იანვარს უკვე შედგენილ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც შესაბამის უწყებებს დაევალათ კონკრეტული ქმედებების განხორციელება. მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 2020 წლის თებერვალს დაფიქსირდა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა არაერთი პრევენციული ღონისძიება - გადაიდო სწავლის პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე მოხდა საგაზაფხულო გაწვევების გადავადება 2020 წლის 13 აპრილამდე. ასევე, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს მთავრობა გასცემდა რეკომენდაციებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა, განეხორციელებინათ და შეესრულებინათ გარკვეული ქმედებები“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა