ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და, არც ერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გადაიდება თუ არა საკონსტიტუციო განხილვები საგანგებო მდგომარეობისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესის შეუფერხებლად წარმართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ, ვგულისხმობ საარჩევნო კონტექსტში,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

















