logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე
გიორგი გახარია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე
18:13 21.03.2020
მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეხებოდა თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიებს.



კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება წმინდა სინოდის გუშინდელ განჩინებას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად.



"ეს გადაწყვეტილება თეორიულად მომზადებული იყო ორი დღის წინ შეკრებილი უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში და მე მაშინაც განვაცხადე და ვთქვი, რომ მაშინ უსაფრთხოების საბჭოზე ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იმისათვის, რომ, როგორც კი დადგებოდა კონკრეტული ციფრობრივი მდგენელები, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღების სწრაფი შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების ძირითადი მიზანი გახლავთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და ის, რომ შევაჩეროთ ვირუსის სწრაფი და მასშტაბური გავრცელება, ქვეყნის ფარგლებში," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა, თუ როგორ მოხდება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვა.

"საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულება აქვს იმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს რწმენას და ეკლესიას, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ, შევქმნათ ყველა ის პირობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესიის მიზანიც არის იგივე და ამ კომუნიკაციაში ჩვენ სერიოზული პრობლემები არ გვექნება,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა