logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი:  სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია იმისათვის, რომ ყველას, ვისაც სჭირდება, ტესტირება  ჩაუტარდეს
ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია იმისათვის, რომ ყველას, ვისაც სჭირდება, ტესტირება ჩაუტარდეს
19:37 20.03.2020
"პრემიერ-მინისტრი შეხვდა ეპიდემიოლოგებს, შეხვდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ყველამ აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც აქამდე იქნა მიღებული არის თანმიმდევრული და ორიენტირებული იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად იქნას შეკავებული კორონავირუსის გავრცელება, როგორც იმპორტირებულის, ისე ადგილობრივის. ჩვენ გვესმის ძალიან ბევრი შემოთავაზება და საუბარი ე.წ. სწრაფ ტესტებსა და სხვადასხვა სახის ტესტებთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გაკეთდა განმარტება როგორც ამირან გამყრელიძის, ისე მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მხრიდან. დღეს ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ არსებული მოთხოვნები ჩვენი სამედიცინო ვითარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დავაკმაყოფილოთ ტესტირების თვალსაზრისით,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.



მისივე თქმით, შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველას, ვისაც სჭირდება ჩაუტარდეს ტესტირება.



"შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, სხვადასხვა ადგილობრივი ლაბორატორიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შედეგები წარმატებული ტესტირების პროდუქტებთან მიმართებაში. ეს საუბარი მიმდინარეობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება მომავალი კვირის დასაწყისში, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს სახელმწიფოში არის საკმარისზე მეტი ტესტი, იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება, ჩაუტარდეს ტესტირება.



მგონია, რომ პოლიტიკოსებზე უფრო უკეთესად ნამდვილად იციან ეპიდემიოლოგებმა, თუ როდის და რა ფორმის ტესტირება უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. დღეს გვაქვს სრული ნდობა ამ ადამიანების მიმართ, რომ ჩვენ მივდივართ სწორად, რა პროტოკოლებიც ყველაზე უკეთ არის აპრობირებული ტესტირების თვალსაზრისით და მივდივართ და ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს რომ ჩვენი ტესტირების შესაძლებლობები ქვეყანაში გაიზარდოს უახლოეს პერიოდში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა