„პროკრედიტ ბანკი“ მარნეულის მოსახლეობას დღეიდან ახალი ფილიალით მოემსახურება. როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, „პროკრედიტი“ მარნეულში
უკვე 10 წელია ფუნქციონირებს და 6 000-მდე კლიენტს ემსახურება. ფილიალის 10 წლის იუბილეზე კი, ბანკი ახალ შენობაში გადადის, რომელიც მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, ახალი დიზაინით აშენდა.
ახალი ფილიალის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო და მისი ბიუჯეტი მილიონ ლარს შეადგენდა. ახალი დიზაინი „საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” კონცეფციით შეიქმნა, რითაც კლიენტებისთვის ოპერაციების უფრო სწრაფად შესრულება ხდება შესაძლებელი.
„პროკრედიტმა“ „საბანკო მომსახურება ერთ წერტილში“ პირველად 2011 წლის იანვარში დანერგა.

















