საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყება.
როგორც ცესკო იუწყება, ტრენინგი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასზე ამომრჩეველთა სიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებების და კენჭისყრის დღეს განცხადება-საჩივრების წარმოების საკითხებს განიხილავენ.
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგები ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან „სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების კურსის მომდევნო ეტაპი 11-დან 27 სექტემბრამდე განხორციელდება.

















