logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ქანთარია: განსაცდელის ჟამს ჩვენს საზოგადოებაში იმდენი დადებითი ამოტივტივდა, რომ შეუძლებელია, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონდეს
ალექსანდრე ქანთარია: განსაცდელის ჟამს ჩვენს საზოგადოებაში იმდენი დადებითი ამოტივტივდა, რომ შეუძლებელია, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონდეს
20:15 19.03.2020
"ამ უბედურების მოლოდინში, როდესაც განსაცდელმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ორგანიზებას და მოთმინებას იჩენს. ასეთ დროს, როგორც ყველგან, ჩვენთანაც ფერმკრთალდება ის, რაც მნიშვნელოვანი გვეგონა (პოლიტიკური გაწამაწია) და ზედაპირზე ამოდის უმთავრესი ღირებულება – ადამიანი და მისი ჯანმრთელობა", - წერს სოციალური ქსელის ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ასეთ დროს ქვეყანაში მთელი სიმძაფრით გამოიკვეთება ხოლმე სახელმწიფოს და ხელისუფლების როლი და დანიშნულება.



"დღეს, როცა ჩვენზე ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს ვირუსის შემოტევას და ახლა უკან მიჰყვებიან მოვლენებს, ჩვენი ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის სრულ მობილიზაციას ახდენს პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით და აწონილად მართავს პროცესებს. აქა-იქ მესმის ყიჟინა საგანგებო მდგომარეობის შემოღების, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. აქაც ისე, როგორც ომში, ზუსტად უნდა განისაზღვროს, როდის, რა და რისი გამოყენება უნდა მოხდეს: ავიაცია, არტილერია, კავალერია თუ ფეხოსნები და ერთბაშად არ უნდა დაიცალოს მარაგი. ამ ომშიც გადამწყვეტია მოთმინება, თანმიმდევრობა და ამას ახერხებს ხელისუფლება. აქვე უნდა აღინიშნოს ფონდ "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილის მზადყოფნა დამატებით ფულადი რესურსებით დახმარების შესახებ. ჩვენი მოქალაქეებიც, მცირედი გამონაკლისის გარდა, შესაშურ მოთმინებას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ავლენენ და ღირსეულად ხვდებიან ამ უხილავ მტერს. ვირუსი იმდენად ვერაგია, რომ არ ვიცით, ვის, სად და როდის წამოგვეწევა. მაგრამ შევეცადოთ მოთმინება ვიქონიოთ, ხელი არ შევუშალოთ ხელისუფლებას და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გასაგებია, რომ ბევრს, მათ შორის, პოლიტიკოსს უნდა თავის გამოჩენა, მაგრამ ახლა სჯობს თავი შევიკავოთ, რათა ზედმეტი რჩევებით, ჭკუის სწავლებით არ დავაზიანოთ პროცესი და დავემორჩილოთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც გვთავაზობენ.



კიდევ ერთი და უმთავრესი: ამ განსაცდელის ჟამს ჩვენს საზოგადოებაში იმდენი დადებითი ამოტივტივდა, რომ შეუძლებელია ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონდეს. ამ საუკუნეში ჩვენთან იყო ომი, ხანძარი, წყალდიდობები და ჯარისკაცებმაც, მეხანძრეებმაც, ახალგაზრდობამ, მოქალაქეებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს. დღეს, ამ უხილავ ომში, ჩვენი მედპერსონალია წინა ხაზზე და მაღალი პროფესიონალიზმით, თავდადებით ასრულებს თავის მოვალეობას. მაშ, ვიამაყოთ, რომ ასეთი სამშობლო გვაქვს. შიში ვერ გვიხსნის!.. ამან გადაგვარჩინა, ისევ ეს გადაგვარჩენს. დავდგეთ ერთად, გავაკეთოთ ის, რაც გვევალება და არა ის, რაც გვინდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს სამშობლოს იმდენი რამ გადაუტანია, რომ ამას როგორ ვერ გავუძლებთ ღვთისა და ერთმანეთის შემწეობით. აუცილებლად დავამარცხებთ ამ დღემდე უცნონ ვირუსს", - წერს ალექსანდრე ქანთარია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა