logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: შეუძლებელია პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს ვინმეს გათავისუფლება, როდესაც პროკურატურა და სასამართლო არის დამოუკიდებელი
ირაკლი კობახიძე: შეუძლებელია პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს ვინმეს გათავისუფლება, როდესაც პროკურატურა და სასამართლო არის დამოუკიდებელი
12:41 19.03.2020
„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ მეორე შეთანხმებაში, ბუნებრივია, გვარები არ არის მოხსენიებული და ისედაც შეუძლებელია რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმების საგანი გახდეს ვინმეს გათავისუფლება იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციის თანახმად პროკურატურა და სასამართლო არის დამოუკიდებელი“, - უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტვ ,,იმედის" გადაცემა ,,ღია ეთერში".

მისი თქმით, აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია ერთადერთი რამ, რომ გამოირიცხება ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან, სისხლის სამართლებრივ დევნასთან და ა.შ.

„ამ შეთანხმებას ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ და სწორედ, ეს იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც არავითარი ფორმით არ უნდა დამყარდეს პოლიტიკური გავლენა ასეთი ტიპის პროცესებზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციონერები მუდმივად საუბრობდნენ კონკრეტულ გვარებზე, თუმცა ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იყო მკაფიო, რომ ეს ვერ გახდებოდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი, გამომდინარე იქედან, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პროკურატურა, რომლის მიმართაც არავითარი ბერკეტი არ აქვს არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და მეორე, ეს არის სასამართლო, რომელიც ასევე დამოუკიდებელია კონსტიტუციის თანახმად.

„შესაბამისად, ვერ გაფორმდებოდა ვერავითარ შეთანხმება, ვერც ზეპირი და ვერც წერილობითი, რომელიც გაითვალისწინებდა რომელიმე პირის გათავისუფლებას. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პრეზიდენტის შეიძლება იყო გადაწყვეტილების მიმღები, არის გიგი უგულავას საქმე და იქაც, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, რომ დაპირება გადაგვეცა პრეზიდენტის ნაცვლად. ეს გამორიცხულია სამართლებრივ სახელმწიფოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა