logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გამართეს
ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა ელჩებთან ვიდეო-კონფერენცია გამართეს
12:48 18.03.2020
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” მონაწილეებთან გამართულ ვიდეო-კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების, და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეების - დიასპორელების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკანასკნელ პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებით, მსოფლიოში შექმნილ ურთულესი მდგომარეობის თაობაზე.

ახალგაზრდა ელჩებმა ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ.

პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” გამარჯვებულმა აღნიშნეს, რომ სოციალური ქსელებისა და პირადი კონტაქტების საშუალებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ადგილსამყოფელი სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების, მათ შორის ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე უცხოეთში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებასა და შესაბამისი ინფორმაციების მოძიებაში.

ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მსოფლიოში შექმნილ ამ საგანგებო და ურთულეს ვითარებაში მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული “ახალგაზრდა ელჩების” რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.

ვიდეო-კონფერენციაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი.

ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ რეკომენდაციები და ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ საქართველოში არსებული შესაძლებლობებისა და ქართული სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ.

ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ახალგაზრდა ელჩების შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად. დასასრულს ისინი შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ თანამშრომლობასა და ინფორმაციების ოპერატიულ გაზიარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირება მოახდინონ პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე და ეფექტურად დაეხმარონ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა