logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ხელისუფლება მზადაა, მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს და იბრძოლოს, რომ მოახდინოს როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, მინიმიზაცია რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ
გიორგი გახარია: ხელისუფლება მზადაა, მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს და იბრძოლოს, რომ მოახდინოს როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, მინიმიზაცია რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ
00:11 18.03.2020
ქართული ეკონომიკა დღეის მდგომარეობით საკმაოდ მდგრადია და ჩვენ საკმაოდ მდგრადად მივიღებთ ამ გლობალურ დარტყმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლარის კურსი თითოეული მოქალაქისთვის გამოწვევაა, მაგრამ ეს გლობალური კრიზისის შედეგია.

„ეკონომიკის და ლარის კურსის მიმართულებითაც საკმაოდ კარგად მივდივართ ბოლო განსაკუთრებით 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ თითოეული მოქალაქე, კომპანია, რომელიც ამ კურსის გამო ზიანდება, იმსახურებს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ იყო ის შემოთავაზება, რომელიც ჩვენ გავუკეთეთ პირველ რიგში მომსახურების სფეროს, ტურიზმს და კიდევ ბევრ სხვა სფეროს, რომელიც ტურისტულ ნაკადებთან იყო დაკავშირებული, რომ მათთვის მეტი ლიკვიდობა დაგვეტოვებინა და ჩვენ ამ ღონისძიებებს გავაგრძელებთ. სამუშაო ადგილები გამოწვევაა და სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ვირუსი, მაგრამ გამოვიყენოთ იმდენად დაბალანსებული და ეფექტური მიდგომები, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, მას შემდგომ, რაც ჩვენ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა სამუშაო ადგილები მაქსიმალურად შეინარჩუნოს.

„როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ბანკებს, ტურისტულ კომპანიებს, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნეს და ვუვადებთ საშემოსავლო გადასახადს, ქონების გადასახადს, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში დასაბრუნებელ 600 მილიონს ვაორმაგებთ და ვაბრუნებთ 1,2 მილიარდ ლარს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომპანიებს მივცეთ საშუალება, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ მდგრადობა, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები. ყველგან ეს ვერ გამოვა, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ყველანი, გლობალურად ამ კრიზისს გავუმკლავდებით. შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში, როგორც კი გლობალურად ამ კრიზისს თავს დავაღწევთ, გაჩაღდება ახალი გლობალური კონკურენცია ეკონომიკებს შორის. ამ გამოწვევის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, ეს არის ამ გამოწვევის ყელაზე დიდი მახასიათებელი და ამიტომ, უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული დაპირებების გაცემა. დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა