კოალიცია "ქართული ოცნების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ბაგებისა და ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე -4 კვარტლების მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ძირითად პრობლემას,ისევე როგორც ყველა უბანში, უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი წარმოადგენს, შეხვედრაზე ძირითადი შეკითხვები არჩევნების შედეგის გაყალბების შესაძლო მექანიზმებთან დაკავშირებით დაისვა.
„საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ შემუშავებული აქვს რიგი მეთოდები არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ. უმთავრესი, ამომრჩეველთა აქტივობა და თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლაა. თუ ჩვენ მოვახერხებთ ჩვენი ყოველი მხარდამჭერის საარჩევნო ხმის რეალიზებას, ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ისეთ ტოტალურ გაყალბებას“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას შავგულიძემ და მათ არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა.

















