გოგა ხაჩიძემ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი დატოვა.
მინისტრის გადადგომის შესახებ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია ხაჩიძემ სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაადასტურა.
აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებში მის მონაწილეობას უკავშირდება. ხაჩიძე აცხადებს, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში 32-ე ადგილს იკავებს.
გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობას ხაჩიძის ყოფილი მოადგილე გიორგი ზედგენიძე შეასრულებს.

















