საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოზურგეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რამაზ ნიკოლაიშვილი წარადგინა.
პრეზიდენტმა ნიკოლაიშვილი დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს წარადგინა.
მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გურიის რეგიონში უნდა განხორციელდეს.
მმართველი გუნდის ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი 2010 წლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.
ნიკოლაიშვილი 31 აგვისტოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა.

















