"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დედის დღეს ირინა ენუქიძის საფლავზე მისვლით აღნიშნავენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ ირინა ენუქიძის გმირობა, რომელმაც უკან არ დაიხია სამართლიანობისათვის და შვილის მკვლელების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგალითი უნდა გახდეს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც შიშის გამო უარს ამბობს, შეეწინააღმდეგოს ძალადობას და მიაღწიოს სამართალს.
ირინა ენუქიძე 24 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა.
ის 2006 წლის 28 იანვარს მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა იყო.

















