საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მივიდა და ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაზე გაესაუბრა, რის შემდეგაც კლინიკა დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილიმა ავადმყოფებიც მოინახულა, მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც ახალი სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა უკვე დაიწყეს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, პრეზიდენტთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილიც იმყოფებოდა.
ჯანმრთელობის დაცვის ახალი სადაზღვევო პოლისი დღეიდან ამოქმედდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.

















