„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიული სია წარუდგინეს.
სია ცესკო-ში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა შეიტანეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეა.
სიის მეორე ნომერი პეტრე ცისკარიშვილია, რომელსაც გიორგი ბარამიძე მოყვება.
ათეულში შედიან ასევე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი თევდორაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია.
ამ დროის მონაცემებით, 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 17 საარჩევნო სუბიექტი მიიღებს. აქედან 14-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა ცესკო-ში პარტიული სია უკვე წარადგინა.

















