პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რომელიც მან „ქართული ოცნების“ ოფისში
გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის გუშინ "პოლიტპატიმრებზე" შეთანხმება არ მომხდარა.
მისივე თქმით, მსგავს თემებზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ.
„რაიმე კონკრეტული შეთანხმება "პოლიტპატიმრების" მიმართულებით არ ყოფილა.
შეთანხმება, რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა ასეთი შეთანხმება გუშინ ოპოზიციასთან არ ყოფილა, არც ხელმოწერით და არც დადასტურებით.
ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, მიმდინარე საქმეებზე გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

















